,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 9 ივნისის N10200/10 საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსი მქონე 31 პუნქტი:
,,31. წინამდებარე ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის გამოცხადებულ და მიმდინარე პროცესზე, აღნიშნული პროცესის სრულად დასრულებამდე.“.
2. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,18. ენის ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი აკეთებს ელექტრონულ განაცხადს მისთვის სასურველ გაცვლით ან მობილობის პროგრამაზე წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით. გაცვლით და მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევის მიზნით (რეგისტრაციის დასრულებისა და ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ), რექტორის ბრძანებით, იქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ 3, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებისაგან. რექტორის ბრძანებით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და მდივანი (კომისიის თავმჯდომარე განისაზღვრება კომისიის შემადგენლობიდან, ხოლო კომისიის მდივანი განისაზღვრება საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტიდან და არ სარგებლობს კომისიის წევრის სტატუსით). კომისია ვალდებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი გასაუბრების საფუძველზე განახორციელოს სტუდენტთა შეფასება.“.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე